2017-2018 წლების თეატრალური სეზონის გახსნა

2017 წლის 9 სექტემბერს 19:00 საათზე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი გახსნის 2017-2018 წლების თეატრალურ სეზონს, ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან გიორგი ჩხაიძესთან ერთად. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნება შემდეგი რეპერტუარი:

შაბათი 13:00 საათი – “მოჯადოებული ფერია”
19:00 საათი – “არამგამა”

კვირა 13:00 საათი – “ამბიციური ვირი”.

შაბათის 13:00 საათიან ჩვენებას დაესწრებიან შპს „უნიმედის“ ბენეფიციარები აგრეთვე იმუშავებს ღია სალარო.

19:00 საათზე სპექტაკლ “არამგამას” (დასწრება თავისუფალია) დასრულების შემდგომ თეატრის ფოიეში მოეწყობა რეკვიზიტების გამოფენა.

კვირას – “ამბიციური ვირის” ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ღია სალაროზე.

Leave a Reply