1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ძვირფასო ბათუმელებო, ჩვენო პატარებო, ერთგულო მაყურებლებო და გულშემატკივრებო!
1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი აქტიურად ჩაერთო ქალაქში მიმდინარე პროექტებში და გთავაზობთ აქტივობების განრიგს, სადაც უსასყიდლოდ ვეპატიჟებით თქვენს პატარებს:
1 ივნისი, 2017 წელი :

13:00 საათი – სპექტაკლი “დედობილი” – ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის შენობა.
12:00 საათი – სპექტაკლი “წითელქუდა” – გონიოს ციხესიმაგრესთან არსებული მუზეუმის შენობა.
19:00 საათი – სპექტაკლი “წითელქუდა” – 6 მაისის პარკი.

ვუსურვებთ მომავალ თაობას წინსვლას, განვითარებას, უზრუნველ ცხოვრებას და უღრუბლო ცას, გილოცავთ ასევე ნინოობის ბრწყინვალე დღესასწაულს და დიდი სიყვარულით გელოდებით

Leave a Reply