თეატრი საერთაშორისო ფესტივალებიდან დაბრუნდა

სერბეთის ქალაქ სუბოტიცაში გამართული საერთაშორისო ფესტივალი (21-26 სექტემბერი) 26 სექტემბერს, ხოლო ბულაგერთში, კერძოდ ქალაქ ვარნაში გამართული რიგით XVI -ე საერთაშორისო თოჯინური ფესტივალი “ოქროს დელფინი” 7 ოქტომბერს დასრულდა. ჩვენი თეატრი ორთავე ქვეყანაში მრავალეროვანი და მრავალფეროვანი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით “ არგონავტები” (რეჟისორი ზურაბ ცინცაძე) და “ფერადი ნისლების სანაპირო”(რეჟისორი დავით მაცხონაშვილი) წარსდგა. წარმოდგენებით კმაყოფილი აუდიტორია სპექტაკლების ჩვენების შემდგომაც ეცადა დეკორაციის ელემენტების ახლოს გაცნობას.

შედგა შეხვედრები პეტერბურგის საერთაშორისო ფესტივალ ‘’კუკარტ’’-ის პრეზიდენტთან, დავიდ ბურმანთან, რომელმაც მიიწვია თეატრი პეტერბურგის მე-12 საერთაშორისო ფესტივალზე 2015 წლის ივნისში, სერბმა პროფესორმა რადოსლავ ლაზიჩმა რეკომენდაცია გაუწია ბათუმის თეატრალურ დასს სარაევოს საეთაშორისო ფესტივალზე, ხოლო ბულგარეთის ქ.სლივენის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორმა, ეფიმია პავლოვამ, ბათუმის თეატრის კოლექტივი აღნიშნულ ფესტივალზე 2015 წლის სექტემბრისთვის დაპატიჟა.

Leave a Reply