ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ორ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება

2014 წლის 21-26 სექტემბერს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი მიწვეულია სერბეთის ქალაქ სუბოტიცაში დაგეგმილ 21 -ე საერთაშორისო თოჯინურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, სპექტაკლით „არგონავტები“(რეჟისორი ზურაბ ცინცაძე),               ამავე წლის 1-6 ოქტომბერს კი თეატრი მიწვეულია – ბულგარეთის ქალაქ ვარნაში, ფესტივალ “ოქროს დელფინში“ მონაწილეობის მისაღებად, სპექტაკლით „ ფერადი ნისლების სანაპირო“ (რეჟისორი დავით მაცხონაშვილი), ბულგარეთის ფესტივალში თოჯინების თეატრი მიწვვეული გახლდათ  2011 წელსაც სპექტაკლით“ არგონავტები“ და დაიმსახურა გრანპრი „საუკეთესო ორიგინალური მუსიკისათვის“ ( კომპოზიტორი – მინდია ხითარიშვილი).

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დასი, სერბეთის საერთაშორისო თოჯინურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ ბათუმიდან მიემგზავრება 19 სექტემბერს და კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს 16 ქვეყნის თეატრს. ეს ქვეყნები გახლავთ: ბულგარეთი, მონტენეგრო, ესტონეთი, ინდოეთი, იაპონია, ყაზახეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი და უკრაინა.  ფესტივალს საფუძველი ჩაეყარა 1994 წელს და  20 წლიანი არსებობის ისტორიაში საქართველო პირველად წარსდგება მსოფლიო თოჯინურ პლაცდარმზე ( რიგით 21 -ე ფესტივალი) . http://www.lutfestsubotica.net/Joomla/

ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, თეატრის დასი გაემგზავრება 2014 წლის 29 სექტემბერს და აქაც კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების თეატრებს, ისეთებს როგორიცაა – ესპანეთი, საფრანგეთი, ბულგარეთი, კორეა, ისრაელი, იტალია.

http://www.vnpuppet.com/en/selection-2014

ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში „ ოქროს დელფინი“ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, აჭარის ავოტომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მიიღებს მონაწილეობს, რისთვისაც თეატრის მთელი დასი უდიდეს პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავს  და თავის მხრივ შეეცდება მაქსიმალური მონდომებითა და პროფესიონალიზმით წარსდგეს უცხოელი მაყურებლის წინაშე.

 

Leave a Reply