ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი "დედილო კურაჟი და მისი შვილები"
პრემიერა
22 ნოემბერი, 16 - 00 საათი, 2011 წელი
ბერტოლტ ბრეხტის პიესის მიხედვით
რეჟისორი - ზურაბ ცინცაძე დამდგმელი მხატვარი - მარინა ფრანგიშვილი კომპოზიტორი - მინდია ხითარიშვილი თოჯინების ავტორი და მექანიზმების ოსტატი - გიორგი გოგიტიძე სიმღერების ტექსტის ავტორი - დალი თედორაძე გიტარის პედაგოგი - ერეკლე ფირცხალაიშვილი რეჟისორის თანაშემწე - ნანა თოლორდავა
მოქმედნი პირნი და შემსრულებელნი: დედა კურაჟი - ნინო დავითაშვილი აილიფი - მინდია ჩოხარაძე შვაიცარკასი - ვანო მაღლაკელიძე კატრინი - მერი დიასამიძე ივეტა პოტიე - მანანა გოგიტიძე პოლკის მზარეული - კობა ფაცურია მღვდელი - დიმიტრი მელია
სპექტაკლი გახლავთ 50 წუთიანი მუსიკალური დრამა, რომელიც შერეული ტიპის წრმოდგენას მიეკუთვნება (ცოცხალი და თოჯინური პლანი) და XVI საუკუნის 30 იანი წლების ომის თემატიკას ასახავს. მთავარი აზრი - ომით გამდიდრების მსურველთა ფინალი - სავალალოა. მოზარდი მაყურებლისთვის განკუთვნილი დრამა ღრმა იდეურ-თემატური შინაარსით გამოირჩევა.
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ბულგარეთში გამართულ სერთაშორისო ფესტივალზე 29 სექტემბერს გაემგზავრა და ბათუმს 8 ოქტომბერს დაუბრუნდა. XV საერთაშორისო თოჯინური ფესტივალი, ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში 1 - 6 ოქტომბერს გაიმართა. საქართველო მასში პირველად ღებულობდა მონაწილეობას. დასმა საფესტივალოდ შერჩეული წარმოდგენა ”არგონაზვტები” ქ. ვარნაში 3 ოქტომბერს ითამაშა.
ფესტივალში 10 ქვეყნის 21 თეატრი ღებულობდა მონაწილეობას, რომელთაგან ყოველი, მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა, თუმცა მხოლოდ ოთხმა (მათ შორის საქართველომ) ქვეყანამ დაიმსახურა საგანგებო პრიზი. ფესტივალის მთავარი გრან-პრი “ოქროს დელფინი” სოფიასა და ვარნის თეატრებმა გადაინაწილეს. (სოფიას თოჯინების თეატრმა აგრეთვე შემდეგ ნომინაციებში გაიმარჯვა: საუკეთესო რეჟისურა, სეუკეთესო სცენოგრაფია, საუკეთესო გათამაშება) ესპანეთის თეატრმა კი გაიმარჯვა ნომინაციით – ქალის საუკეთესო როლის შესრულება, ხოლო ბათუმის თოჯინების თეატრმა მოიპოვა პრიზი – საუკეთესო ორიგინალური მუსიკალური გაფორმებისათვის. (კომპოზიტორი მინდია ხითარიშვილი)
2011 წლის 1 - 6 ოქტომბრის ჩათვლით, ბათუმის თოჯინების თეატრი ბულგარეთში, კერძოდ კი ქალაქ ვარნაში, თოჯინების მე-15-ე საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება. ფესტივალის სახელწოდებაა “ოქროს დელფინი”, რომელიც 1972 წელს დაარსდა და ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება. ფესტივალი ორგანიზებულია ბულგარეთის კულტურის სამინისტროს, ქალაქ ვარნის მუნიციპალიტეტის და ვარნის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მიერ. “ოქროს დელფინის” მიზნებია: ბულგარეთის თოჯინური თეატრების განვითარება დრამატურგიის კუთხით; ბულგარეთის თოჯინების თეატრების მიღწევების პოპულარიზაცია; მსოფლიო თოჯინური თეატრების კულტურების გაცნობა – დაახლოება.
ფესტივალის 40 წლიანი არსებობის ისტორიაში საქართველოს მონაწილეობა პირველი პრეცენდენტია. ბათუმის თოჯინების თეატრი სპექტაკლ “არგონავტებს” წარუდგენს ბულგარელ მაყურებელს(რეჟისორი ზურაბ ცინცაძე). სპექტაკლი ფესტივალისთვის საგანგებოდ შექმნილმა ჟიურიმ მოიწონა და ოთხი ქვეყნის სპექტაკლებს შორის, მოზარდთა პერფორმანსის საუკეთესო დადგმად აღიარა. მოზარდი აუდიტორიისთვის (და არამარტო) 5 ქვეყანა გამართავს წარმოდგენას: პენსილვანია (ამერიკა), ლესი (იტალია), ლაუსანე (შვეიცარია), პეტერბურგი (რუსეთი) და ბათუმი (საქართველო).
- უილიამ შექსპირის “რომეო და ჯულიეტა” –დავით მაცხონაშვილის “მია და მიო”;
- შექსპირის – სიყვარულის ისტორია ტრაგიკული ფინალით – მაცხონაშვილის – სიყვარულის ისტორია საბავშვო დონეზე გამარტივებული, გაფერადებული და ოპტიმისტური ფინალით დაგვირგვინებული;
- შექსპირის გმირები: ადამიანები – მაცხონაშვილის გმირები : ფისუნიები